გრეგ პოპოვიჩის აზრით, წლის საუკეთესო მწვრთნელი მაიკ მელოუნია
გრეგ პოპოვიჩი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პატივცემული სპეციალისტია. სან-ანტონიო სპურსის ხელმძღვანელმა სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ხუთჯერ მოახერხა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო პლეიოფში მოხვედრა.
ლეგენდარულ მწვრთნელს არცერთი სეზონი არ ჩაუმთავრებია მინიმუმ 50 მოგების გარეშე. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს პოპოვიჩს ჰკითხეს, ვინ იმსახურებს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს. პოპის აზრით, წელს საუკეთესო დენვერის დამრიგებელი მაიკ მელოუნია. მართლაც ძნელია არ დაეთანხმო პოპოვიჩს ამ მოსაზრებაში. დენვერ ნაგეთსი ურთულეს დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება მოქმედ ჩემპიონ გოლდენ სტეიტს.
Gregg Popovich says that Michael Malone is a coach of the year candidate. Says he’s shown skill in being hard on players but at the same time showing how much he cares and that that is “most” of coaching.
— Adam Mares (@Adam_Mares) April 3, 2019