გრეგ პოპოვიჩის აშშ-მ ზედიზედ მეორედ წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
LAS VEGAS, NV - JULY 12: Patty Mills #5 hi-fives Matisse Thybulle #22 and Matthew Dellavedova #8 of the Australia Men's National Team during the game against the USA Men's National Team on July 12, 2021 at Michelob ULTRA Arena in Las Vegas, Nevada. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Ned Dishman/NBAE via Getty Images)
ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებმა ლას ვეგასში ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადების რანგში მეორე მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ნიგერიის შემდეგ, გრეგ პოპოვიჩის გუნდს ავსტრალიამ მოუგო – 91:83.
https://www.youtube.com/watch?v=NA1SG34wE94&ab_channel=MLGHighlights
პოპოვიჩმა შეცვალა სასტარტო ხუთეული, უფრო სწორედ, წინა ხაზი – თამაში დაიწყეს დრეიმონდ გრინმა და ჯერამი გრანტმა. ასევე სასტარტოში იყვნენ ბრედლი ბილი, დემიენ ლილარდი და კევინ დურანტი.
ამერიკელებმა პირველი ტაიმი ცხრა ქულით მოიგეს, მაგრამ ჩააგდეს მესამე მეოთხედი, რომელშიც 18:32 დამარცხდნენ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე „სან ანტონიოს“ კალათბურთელი პატი მილზი გახდა, რომელმაც თავისი 22 ქულიდან 10 მეოთხე მეოთხედში დააგროვა. „იუტას“ კალათბურთელს ჯო ინგლზს 17 ქულა ჰქონდა, მატის ტაიბულს „ფილადელფიადან“ – 12 ქულა.
ამერიკელთა რიგებში გამორჩეული იყო ლილარდისა და დურანტის დუეტი – მათ, შესაბამისად, 22 და 19 ქულა დააგროვეს.