გრეგ პოპოვიჩი ტრამპზე და კაპიტოლიუმზე
გრეგ პოპოვიჩი ტრამპზე და კაპიტოლიუმზე

„სან ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა აზრი გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შესახებ.

პოპოვიჩმა დაგმო არასამართლიანი სისტემა, რომელიც, მისი აზრით, მიმართულია უმცირესობათა ჩახშობისკენ, იმ დროს, როცა ტრამპის თეთრკანიანმა მომხრეებმა შეძლეს იმ შენობაში შეღწევა, რომელიც აშშ-ში ხელისუფლების ერთ-ერთი სიმბოლოა.

„არ შეიძლება არსებობდეს სისტემის უფრო თვალნათელი მაგალითი, რომელიც არასამართლიანია უფლებების თანასწორობის საკითხში. მთელი გულით მჯერა, რომ ტრამპი სიამოვნებას იღებდა ამისგან… ჩვენ არ დაგვავიწყდება რასიზმის ეს სამარცხვინო მაგალითი, რომელიც ჩვენთვის იმ დღის მთავარი დასკვნა იყო.

კანონის დამცველთა მოქმედება Black Lives Matter-ის აქტივისტებისა და ტრამპის მომხრეთა მიმართ – უმაღლეს დონეზე თეთრკანიანთა პრივილეგიაა.

ტრამპი – არანორმალური და საცოდავია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან სახიფათო.

საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით და შეგვიძლია მთელს მსოფლიოს სიგნალი მივაწოდოთ. შეგვიძლია სიგნალი მივაწოდოთ ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მოქალაქეებს: ის, რაც ოთხშაბათს იხილეთ, სინამდვილეში არ იყო ამერიკა – თუმცა, ეს ამერიკა იყო. ეს აქ მოხდა. აი, ვინ ვართ ჩვენ. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ასეთები ვიყოთ“, – განაცხადა პოპოვიჩმა.