გრეგ პოპოვიჩი NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია #1TVSPORT
გრეგ პოპოვიჩი NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია #1TVSPORT

ვებგვერდმა Sportico-მ წარმოადგინა ამერიკულ სპორტში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების TOP25. სიაში მოხვდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის შვიდი წარმომადგენელი, ასევე საკალათბურთო სტუდენტურ ლიგაში (NCAA) მომუშავე ჯონ კალიპარი.

NBA-ში ყველაზე დიდი ხელფასი აქვს „სან ანტონიო სპურსის“ დამრიგებელს გრეგ პოპოვიჩს – 11.5 მილიონი წელიწადში.

აი, როგორ გამოიყურება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა პოზიციები TOP25-ში:

  1. გრეგ პოპოვიჩი (სან ანტონიო) – 11,5 მლნ.
  2. სტივ კერი (გოლდენ სტეიტი) – 9.5 მლნ.
  3. დოკ რივერსი (ფილადელფია) – 8.5 მლნ.
  4. ერიკ სპოესტრა (მაიამი) – 8.5 მლნ.
  5. მაიკ ბუდენჰოლცერი (მილუოკი) – 8 მლნ.
  6. ნიკ ნურსი (ტორონტო) – 8 მლნ.
  7. სტივ ნეში (ბრუკლინი), 8 მლნ.

საერთი რეიტინგს სათავეში უდგას ამერიკულ ფეხბურთში მიმუშავე ბილ ბელიჩიკი – 18 მილიონი.