გრანიტ ჯაკა ინგლისის პრემიერლიგაში ბრუნდება - შვეიცარიელი ფეხბურთელი „სანდერლენდის“ რიგებში ითამაშებს #1TVSPORT
გრანიტ ჯაკა ინგლისის პრემიერლიგაში ბრუნდება - შვეიცარიელი ფეხბურთელი „სანდერლენდის“ რიგებში ითამაშებს #1TVSPORT

შვეიცარიელი ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში დაწინაურებულ „სანდერლენდში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, ინგლისური კლუბი „ლევერკუზენს“ 20 მილიონ ევროს გადაუხდის და გამოცდილ შვეიცარიელ ფეხბურთელთან კონტრაქტს 2027 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმებს.

32 წლის ფეხბურთელი 2016-2023 წლებში ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა და გარკვეული პერიოდი გუნდის კაპიტანიც იყო. 2023 წელს ის „ლევერკუზენში“ გადავიდა. 2024 წელს კი გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

„სანდერლენდი“ ინგლისის პრემიერლიგაში 2017 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.