გრანიტ ჯაკა „არსენალის“ კაპიტანი აღარ არის - მწვრთნელმა მას გულშემატკივრებთან დაპირისპირება არ აპატია
გრანიტ ჯაკა „არსენალის“ კაპიტანი აღარ არის - მწვრთნელმა მას გულშემატკივრებთან დაპირისპირება არ აპატია

ლონდონის „არსენალის“ შვეიცარიელი ფეხბურთელი გრანიტ ჯაკა გუნდის კაპიტანი აღარ არის. ეს გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ფეხბურთელს გულშემატკივრებთან უსიამოვნო ინციდენტი მოუვიდა.

27 წლის ნახევარმცველი გულშემატკივრებს „კრისტალ პალასთან“ საშინაო მატჩის (2:2) დროს დაუპირისპირდა. როდესაც ემერიმ ფეხბურთელი შეცვალა და ის მოედნიდან გადიოდა, ქომაგები, რომლებიც თავიდანვე უკმაყოფილონი იყვნენ შვეიცარიელის კაპიტნად დანიშვნით, მას არასასიამოვნო შეძახილებით შეხვდნენ. ამის საპასუხოდ, ჯაკამ მაისური გაიხადა და პირდაპირ გასახდელს მიაშურა.

„დღეს შევხვდი მას და ვუთხარი, რომ კაპიტანი აღარ არის“, – განაცხადა ემერიმ ინტერვიუში სამშაბათს, 5 ოქტომბერს, – „მან მშვიდად მიიღო ეს გადაწყვეტილება“.

მწვრთნელმა ასევე განაცხადა, რომ ჯაკას ბოდიში უნდა მოეხადა გულშემატკივრებისთვის, თუმცა ფეხბურთელმა ეს არ გააკეთა. მიუხედავად ამისა, მან აღიარა, რომ ზედმეტი მოუვიდა და მისი საქციელი გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულობა იყო.

„არსენალის“ კაპიტანი ამიერიდან პიერ-ემერიკ ობამეიანგი იქნება.

დატოვე კომენტარი