გრანდ სლემის ტურნირების ყველა ჩემპიონი 30 წელს გადაცილებულია
გრანდ სლემის ტურნირების ყველა ჩემპიონი 30 წელს გადაცილებულია

2018 წლის 29 სექტემბერს, მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში უნიკალური სიტუაცია შეიქმნა – არ არსებობს „გრან სლემის“ ტურნირის ჩემპიონი, რომელიც 30 წელზე ნაკლების იქნება.

29 სექტემბერს, 30 წელი შეუსრულდა ხორვატ ჩოგბურთელს მარინ ჩილიჩს. ის „დიდი სლემის“ ტურნირების ბოლო ჩემპიონი იყო, რომელსაც 30 წლამდე არ მიეღწია.

ჩილიჩი 2014 წელს იყო აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული. ერთი კვირით ადრე 30 წელი აშშ-ის ღიას 2009 წლის ჩემპიონს, არგენტინელ ხუან-მარტინ დელ პოტროს შეუსრულდა.

„დიდი სლემის“ ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით რეკორდსმენი შვეიცარიელი როჯერ ფედერერია, რომელმაც 20 ტიტული დააგროვა. შემდეგ ესპანელი რაფალ ნადალი მოდის – 17 ტიტული, მესამეზე ამერიკელი პიტ სამპრასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან – 14 ტიტული.