„გრანდ რაპიდსი“ ახალი სეზონისთვის ემზადება - ბეჟანიშვილი ლენს სტივენსონთან ერთად ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
„გრანდ რაპიდსი“ ახალი სეზონისთვის ემზადება - ბეჟანიშვილი ლენს სტივენსონთან ერთად ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

განვითარების ლიგის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და გუნდები ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. ცოტა ხნის წინ „მილუოკი ბაქსმა“ სანდრო მამუკელაშვილი G ლიგის გუნდში „ვისკონსინ ჰერდში“ გაუშვა.

სანდროსთან ერთად G ლიგაში 22 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი გიორგი ბეჟანიშვილიც იასპარეზებს. „ილინოისის“ ყოფილი კალათბურთელი „დენვერ ნაგეტსის“ გუნდის „გრანდ რაპიდს გოლდის“ მაისურს მოირგებს. ბეჟანიშვილის თანაგუნდელი იქნება ცნობილი, ვეტერანი კალათბურთელი ლენს სტივენსონი, რომელიც თავისი კარიერის განმავლობაში NBA-ის 7 გუნდში გამოდიოდა, მათ შორის „ლეიკერსში“. ბოლოს 31 წლის მოთამაშე ჩინურ „ლიაონინ ფლაინ ლეოპარდსში“ თამაშობდა. გიორგისთან ერთად ითამაშებს კანადელი ნიკ სტაუსკასიც, რომელსაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდის“ მთავარი მწვრთნელი NBA-ის გამარჯვებული ჯეისონ ტერია, რომელმაც საჩემპიონო ბეჭედი „დალას მავერიკსთან“ ერთად მოიპოვა.

პირველ შეხვედრას გუნდი G ლიგის ეგიდით 11 ნოემბერს „სიუ ფორს სკაიფორსის“ წინააღმდეგ გამართავს.