„გრანადას“ მწვრთნელი დიეგო მარტინესი - „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოსთანაც“ დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდია
„გრანადას“ მწვრთნელი დიეგო მარტინესი - „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოსთანაც“ დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდია

გრანადას“ მწვრთნელმა დიეგო მარტინესმაესტადიო ნუევო ლოს კარმენესზე“ თბილისის „ლოკომოტივთან“ ევროპალიგის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ქართულ გუნდს კონკურენტუნარიანი უწოდა.

ევროპალიგის მატჩი თბილისის „ლოკომოტივთან“ დიდი და ახალი გამოწვევაა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა. გუნდს მივმართე, რომ მაქსიმალური პატივისცემით მოვეკიდოთ მეტოქეს, რომელიც კონკურენტუნარიანია. „ლოკომოტივმა“ ძალიან რთული შეხვედრა მოუგო მოსკოვის „დინამოს“. მეტოქეს ჰყავს კარგი თავდამსხმელები და კონტრშეტევები მშვენივრად ეხერხება. მათ შემადგენლობაში ტექნიკურად მაღალი დონის სამი ან ოთხი მოთამაშეა. ამ მატჩში მთავარი მოთმინება და მონდომება იქნება,” – თქვა დიეგო მარტინესმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „გრანადა“ და გუნდის ყველა მოთამაშე თამაშისთვის სრულ მზადყოფნაშია.

„ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში აჩვენეს, რომ გუნდის ფორმით 100%-ით იხარჯებიან. ეს არის ის, რისი გაკეთებაც გვინდა 24 სექტემბერს, თუმცა ეს რთული იქნება. კონცენტრაცია, ძალისხმევა და მონდომება გვჭირდება, რასაც ჩემი გუნდი ყოველთვის საუკეთესოდ ახერხებს,” – ამტკიცებს მარტინესი.

მან ყურადღება გუნდის პრობლემებზეც გაამახვილა:

„მჭიდრო სათამაშო კალენდარის გამო, ვარჯიშისთვის მცირე დრო გვრჩება. ეს კი ახალი მოთამაშეების ან ტრავმის შემდეგ მომჯობინებული ფეხბურთელებისთვის სასურველი არაა, რადგან მათ გუნდთან ინტეგრირება სჭირდებათ“.

გრანადას” მთავარმა მწვრთნელმა არ ისურვა პასუხის გაცემა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩზე:

„ვფიქრობთ მხოლოდ და მხოლოდ „ლოკომოტივთან“ მატჩზე, სხვა თამაშები, ახლა, ნაკლებად მნიშვნელოვანია“.

დატოვე კომენტარი