„გრანადას“ გიორგი წიტაიშვილის შენარჩუნება მომავალი სეზონისთვისაც სურს #1TVSPORT
„გრანადას“ გიორგი წიტაიშვილის შენარჩუნება მომავალი სეზონისთვისაც სურს #1TVSPORT

ესპანური „გრანადა“ დაინტერესებულია გიორგი წიტაიშვილის შენარჩუნებით, რომელიც 2024/25 წლების სეზონში ლა ლიგა 2-ის კლუბში კიევის „დინამოდან“ იჯარით თამაშობდა – 24 წლის ქართველ ლეგიონერზე ინფორმაციას უკრაინული გამოცემა sport.ua ავრცელებს.

„ლა ლიგა 2-ის „გრანადის“ ხელმძღვანელობა კმაყოფილია გიორგი წიტაიშვილის თამაშით და უახლოეს მომავალში აპირებს, რომ ქართველი ფეხბურთელის იჯარით შესანარჩუნებლად კიევის „დინამოს“ მიმართოს.

ესპანური კლუბი მიიჩნევს, რომ უკრაინულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწევენ. „გრანადის“ შეთავაზებაზე კიევის „დინამოს“ პოზიცია ჯერჯერობით უცნობია“, – ამტკიცებს უკრაინული გამოცემა.

sport.ua-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილს, რომელიც კიევის „დინამოს“ აღზრდილია, უკრაინაში დაბრუნების სურვილი არ აქვს.

გასულ სეზონში გიორგი წიტაიშვილმა „გრანადაში“ 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.