„გრანადა“ ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროტურნირებზე
„გრანადა“ ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროტურნირებზე

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის დასკვნით ტურში „გრანადამ“ საკუთარ „ლოს-კარმენესზე“ ბილბაოს „ატლეტიკი“ 4:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროტურნირებში. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

ანდალუსიური გუნდი, რომელიც ჯერ კიდევ გასულ სეზონში რანგით მეორე დივიზიონში გამოდიოდა, ევროპა ლიგაზე თამაშს მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ესპანეთს მომავალ სეზონში წარადგენენ მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „სევილია“. ევროპა ლიგაზე კი, „გრანადას“ გარდა, მონაწილეობას მიიღებენ „ვილიარეალი“ და „რეალ სოსიედადი“.