გრაცის „შტურმის“ სპორტული დირექტორი - თუ ოთარ კიტეიშვილი წავა, გუნდში ცვლილებები დაგვჭირდება #1TVSPORT
გრაცის „შტურმის“ სპორტული დირექტორი - თუ ოთარ კიტეიშვილი წავა, გუნდში ცვლილებები დაგვჭირდება #1TVSPORT

გრაცის „შტურმმა“ სეზონისთვის მზადება დაიწყო. არსებობს ალბათობა, რომ გუნდი ოთარ კიტეიშვილმა დატოვოს, — ინფორმაციას Kleine Zeitung-ი ავრცელებს.

„შტურმისთვის“ ბევრი რამ შეიცვლება სეზონის დაწყების წინ. კლუბში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ პარენსენმა ისაუბრა.

„ფიზიკური მომზადების ტესტები მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება. შეკრებაზე ყველა მოთამაშე არ გამოცხადდა და ორშაბათამდე ასე იქნება.

სატრანსფერ „ფანჯარა“ ჯერ კიდევ ღიაა, ზოგიერთ ქვეყანაში ის ჯერ არც კი დაწყებულა. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულება იქნება ის დრო, როდესაც კლუბები გააქტიურდებიან.

2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარა“ კი ავსტრიაში პირველ სექტემბერს დაიხურება. თუ ოთარ კიტეიშვილი ზაფხულში ჩვენს გუნდს დატოვებს, ცვლილებები დაგვჭირდება“, – ამბობს კლუბის სპორტული დირექტორი.

გავრცელებული ცნობით, ოთარ კიტეიშვილით ინგლისის პრემიერლიგის სამი კლუბია დაინტერესებული — „ბარნლი“, „სანდერლენდი“ და „ლიდს იუნაიტედი“. სანამ შესაძლო ტრანსფერის საკითხი გაირკვევა, დიდი ალბათობით, კიტეიშვილი „შტურმის“ შემადგენლობაში საკონტროლო მატჩებში ითამაშებს.

„შტურმის“ ამხანაგური თამაშების განრიგი:

28 ივნისი — „შტურმი“ – „გლაისდორფი“ (17:00)

5 ივლისი — „შტურმი“ – „მურა“ (17:00)

19 ივლისი — „შტურმი“ – „ვოიცბერგი“ (11:00)

19 ივლისი — „შტურმი“ – „ჰამბურგი“ (დრო დაზუსტდება)