გორში შელაპარაკებისას მამაკაცი დაჭრეს
გორში შელაპარაკებისას მამაკაცი დაჭრეს

გორში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რა დროსაც, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. დაჭრილს გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ ოპერაცია უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.