გორში კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატეს - „დილაში“ ჰაჯი დრამე ითამაშებს #1TVSPORT
გორში კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატეს - „დილაში“ ჰაჯი დრამე ითამაშებს #1TVSPORT

გორის „დილამ“, რომელიც თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა – გუნდის ახალწვეული ჰაჯი დრამე გახდა. ინფრომაციას „დილას” პრესსამსახური ავრცელებს.

„21 წლის მალელი შემტევი ჰაჯი დრამე კარიერას „დილაში“ გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ჰაჯი დრამეს სათამაშო პოზიცია შეტევის მარჯვენა ფლანგია, თუმცა თამაში შეუძლია როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე მარცხენა ფლანგის შემტევის პოზიციაზე. იგი ქართულ კლუბს ესტონური „პაიდედან“ შეუერთდა, რომლის რიგებშიც ორი სეზონის განმავლობაში 43 თამაში ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჰაჯი დრამეს მალის 20 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 8 თამაში აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე ერთი გოლია, 17 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში კი 11 მატჩში 6 ბურთის გატანა შეძლო.