გორში 12-14 ნოემბერს ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი გაიმართება #1TVSPORT
გორში 12-14 ნოემბერს ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი გაიმართება #1TVSPORT

გორში 12-14 ნოემბერს, მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელისადმი მიძღვნილი პირველი მემორიალური ტურნირი გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას 2002 – 2004 წლებს შორის დაბადებულები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მიიღებენ. ტურნირზე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელი სპორტსმენები, ათ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია სოლიდური საპრიზო თანხები. გარდა ამისა, თითოეულ ჩემპიონს, თუ ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს გადაეცემათ თასები, მედლები, სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები.

შეჯიბრება, ბატონი ნუგზარის ყველაზე ტიტულოვანი შეგირდის, ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის მერის – ლადო ხინჩეგაშვილის თაოსნობით იმართება. ტურნირის ორგანიზატორია – გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო. მხარდამჭერები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

ტურნირზე მოასპარეზე გუნდების მწვრთნელებმა, საორგანიზაციო კომიტეტს უნდა წარმოუდგინონ ექიმის ბეჭდით დამოწმებული გუნდის განაცხადი და COVID-19-ის სწრაფი ტესტის პასუხები. სპორტსმენებმა კი, აწონვებზე, აუცილებლად თან უნდა იქინიონ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

ტურნირზე მონაწილეთა აწონვა და რეგისტრაცია დაიწყება 12 ნოემბერს, პირველი საშეჯიბრო დღე – 13 ნოემბერს, ფინალური ბლოკი ჩატარდება – 14 ნოემბერს.

ნუგზარ სხირელის სახელობის პირველი მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ახალგაზრდებს შორის ჩატარდება გორის სპორტის სასახლეში.

ტურნირზე მაყურებლის დასწრება განისაზღვრება, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით.