გორის „დილასთან“ მარცხის შემდეგ „ვორსკლამ“, შესაძლოა, მწვრთნელი გაუშვას #1TVSPORT
გორის „დილასთან“ მარცხის შემდეგ „ვორსკლამ“, შესაძლოა, მწვრთნელი გაუშვას #1TVSPORT

გორის „დილასთან“ წაგება, დიდი ალბათობით, პოლტავის „ვორსკლას“ მთავარ მწვრთნელს, ვიქტორ სკრიპნიკს თანამდებობის დაკარგვად დაუჯდება – ინფორმაციას გამოცემა „უკრ ფუტბოლი“ ავრცელებს.

„შესაძლოა, „ვორსკლას“ მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ სკრიპნიკმა ბოლო მატჩებში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო თანამდებობა დაკარგოს. კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ (2:1, 1:3) და უკრაინის ჩემპიონატში „რუხთან“ მეორე ტურში მტკივნეული მარცხის (1:4) შემდეგ სკრიპნიკმა და კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ემოციურად ისაუბრეს.

უკვე პოლტაველი გულშემატკივრები მოითხოვენ სკრიპნიკის გადადგომას, რაც, დიდი ალბათობით, მოხდება, თუ „ვორსკლა“არ გამოასწორებს თამაშს და შედეგებს მომდევნო მატჩებში“, – წერს უკრაინული გამოცემა.

სკრიპნიკი „ვორსკლას“ 2022 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. გასულ სეზონში პოლტავის გუნდმა უკრაინის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა, რამაც ევროთასებზე გამოსვლის უფლება მისცა. 53 წლის სპეციალისტი მანამდე მუშაობდა „ვერდერში“ (გერმანია), „რიგასა“ (ლატვია) და „ზორიაში“.