გორის „დილასა“ და კვიპროსის აპოელ-ის შეხვედრა საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
გორის „დილასა“ და კვიპროსის აპოელ-ის შეხვედრა საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

გადაწყვეტილია, რომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასა“ და ნიქოზიის აპოელ-ის შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი აჩვენებს.

კლუბებთან მოლაპარაკება პირველმა არხმა წარმატებით დაასრულა და გულშემატკივარს საშუალება მიეცემა, ევროთასებზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდის მატჩი იხილოს.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილამ“ კონფერენს ლიგაზე უკვე დაამარცხა „დუნაისკა სტრედა“ და „ვორსკლა“. რაც შეეხება აპოელ-ს, კვიპროსელები ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე წრიდან ჩაერთვნენ და სერბული „ვოივოდინას“ ბარიერი დაძლიეს. აპოელ-ის კაპიტანი საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ქვილითაიაა. მის რიგებში ასევე თამაშობს ლაშა დვალი.

შეხვედრა ,,დინამო არენაზე“ 10 აგვისტოს გაიმართება, პირველი არხი ტელერეპორტაჟს 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ. მატჩის ბილეთები – TKT.GE-ზე და ,,დინამო არენის“ სალაროებში იყიდება, მისი ფასი კი 5 ლარია.