გორის „დილას“ მცველი - უგულშემატკივრო ფეხბურთი იგივეა, ბოტებით რომ ვითამაშოთ
გორის „დილას“ მცველი - უგულშემატკივრო ფეხბურთი იგივეა, ბოტებით რომ ვითამაშოთ

გორის „დილას“ ფეხბურთელი გიორგი ლაცაბიძე იმედოვნებს, რომ გუნდი სეზონის განახლებამდე მომზადებას მოახერხებს.

„იზოლაციის პერიოდში კონდიციების შენარჩუნება ძალიან რთულია. საამისოდ ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მოვახერხე. ამ ეტაპზე კარანტინში ვართ და ორჯერად ვარჯიშებზე ვართ გადასულები. ჩემი აზრით, სეზონის განახლებას 100 %-იანი მზადყოფნით შევხვდებით“ – ამბობს გიორგი ლაცაბიძე.

გორის „დილას“ 25 წლის მცველის თქმით, ეროვნულ ლიგის თამაშები გორში გულშემატკივრის გარეშე ბევრს დაკარგავს: „უგულშემატკივროდ თამაში იგივეა, მოედანზე ბოტებით რომ ვითამაშოთ, დაახლოებით ამდენად არაკომფორტულია ცარიელ სტადიონზე, გამოსვლ. ამიტომ მიჭირს რამის თქმა – ჩვენთვის გულშემატკივარი ძალიან ბევრს ნიშნავს“.

დატოვე კომენტარი