გორის „დილას“ კაპიტანმა, რომარიკ ეტოუმ „სპაერთან“ სუპერთასის ფინალის (2:0) მოგებაზე კომენტარი გააკეთა.
„ამ მომენტს, დიდი ხანია, ველოდი, რადგან „დილასთან“ ერთად ჩემი პირველი ტიტული მოვიპოვე და იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო არ იქნება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებსა და კლუბის პერსონალს შესანიშნავი შრომისა და სასიამოვნო ატმოსფეროსთვის, ასევე კლუბის ხელმძღვანელობას, რომლებიც წინსვლისთვის ყველაფერს აკეთებენ.
არ შემიძლია, „დილას“ შესანიშნავი გულშემატკივრების შესახებ არ ვისაუბრო. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს გამარჯვება მათაც ისევე ეკუთვნით, როგორც ჩვენ“, – განაცხადა „დილას“ ლეგიონერმა.