გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი რიკარდო კოშტა იტალიელმა დიეგო ლონგომ შეცვალა.
„გორის „დილას“ 49 წლის იტალიელი სპეციალისტი დიეგო ლონგო გაწვრთნის. იგი „დილაში“ გადმოსვლამდე იტალიის სერია C-ს კლუბ „სესტრეს“ წვრთნიდა. მანამდე კი მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ეკავა ალბანურ კლუბებში — „ტეუტაში“, „ფლამურტარში“ და „კუკესში“.
ასევე მუშაობდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად კიევის „დინამოში“, საუდის არაბეთის „ალ ჰილალსა“ და ბერძნულ „პაოკში“.
ლონგოს აქვს სანაკრებო გამოცდილებაც — 2009-2011 წლებში ის რუმინეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო“, — აღნიშნულია „დილას“ ოფიციალურ განცხადებაში.