გორის „დილას“ გადადებული შეხვედრების თარიღები ცნობილია #1TVSPORT
გორის „დილას“ გადადებული შეხვედრების თარიღები ცნობილია #1TVSPORT

ცნობილი გახდა თარიღები, როდესაც გორის „დილა“ ეროვნულ ლიგასა და საქართველოს თასზე გადადებულ შეხვედრებს გამართავს.

ქართული გუნდებიდან ევროტურნირზე ყველაზე დიდხანს ანდრეი დემჩენკოს „დილა“ შემორჩა. გორელებმა კონფერენს ლიგაზე ორი ბარიერი გადალახეს.

ფეხბურთის ფედერაციისა და მეტოქეების თანხმობით, ევრომატჩებისთვის უკეთ მომზადების მიზნით, ამ პერიოდში გორელებს მე-19 და მე-20 ტურების შეხვედრები გადაუდეს – „დინამო თბილისთან“ და ბათუმის „დინამოსთან“, ხოლო საქართველოს თასზე – საგარეჯოს „გარეჯთან“.

„დილა“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ აპოელ-თან დამარცხდა. გორის გუნდი 29 აგვისტოს „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო 20 სექტემბერს – ბათუმის „დინამოს“. ორივე მატჩს „თენგიზ ბურჯანაძე არენა“ უმასპინძლებს. „გარეჯთან“ კი „დილა“ სტუმრად ითამაშებს.

ტური 19

სამშაბათი, 29 აგვისტო

„დილა“ – „დინამო თბ“

21:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

ტური 21

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი

„დილა“ – „დინამო ბთ“

20:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

საქართველოს თასი

„გარეჯი“ – „დილა“, 12 სექტემბერი