გორის „დილამ“ პორტუგალიელი მცველი პედრო მენდეში დაიმატა #1TVSPORT
გორის „დილამ“ პორტუგალიელი მცველი პედრო მენდეში დაიმატა #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრებში ნათამაშები მცველი, პედრო მენდეში გორის „დილაში“ ითამაშებს – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. 34 წლის გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით უკვე გააფორმა და გუნდის სავარჯიშო პროცესშიც ჩაერთო.

პედრო მენდეში 1990 წლის 1 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ნოიშატელში დაიბადა და ორმაგი მოქალაქეობა აქვს – პორტუგალიის და შვეიცარიის.

მენდეში „რეალ კელუშის“ და ლისაბონის „სპორტინგის“ აღზრდილია. 2009 წელს ის იჯარით „რეალ კელუშში“ დაბრუნდა, ხოლო 2010 წლის ზაფხულში, ასევე იჯარით, „სერვეტში“ გადავიდა. ერთ წელიწადში მადრიდის „რეალ კასტილიას“ მოთამაშე გახდა. მადრიდის „რეალის“ მთავარ გუნდში სადებიუტო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის „აიაქსთან“ ჩაატარა.

მაგრამ მადრიდში ფეხი ვერ მოიკიდა და 2012 წლის ზაფხულში „სპორტინგში“ დაიწყო თამაში. შემდეგ კი იტალიურ კლუბებში, „პარმასა“ და „სასუოლოში“ გამოდიოდა, საიდანაც საფრანგეთში გადავიდა და „რენისა“ და „მონპელიეს“ შემადგენლობაში ითამაშა. ბოლოს „ეშტრელა ამადორაში“ გამოდიოდა. იყო პორტუგალიის ყველა ასაკორივი ნაკრებების წევრი, ერთი შეხვედრა ჩაატარა ეროვნულ ნაკრებშიც.

საკლუბო კარიერა:

2009-2013 | „სპორტინგი“ – 3 თამაში

2009-2010 | „რეალ კელუში“ – 22

2010-2011 | „სერვეტი“ – 15

2011-2012 | „რეალი კასტილია“ – 23 (1 გოლი)

2012-2013 | „სპორტინგი“ B  – 30 (1)

2013-2015 | „პარმა“ – 27

2014 | „სასუოლო“ – 9

2015-2017 | „რენი“ – 41

2017-2023 | „მონპელიე“ – 105

2023-2024 | „ეშტრელა ამადორა“ – 0

სანაკრებო კარიერა

2006-2007 | პორტუგალია U17 – 10 თამაში

2007-2008 | პორტუგალია U18 – 6 (0)

2008-2009 | პორტუგალია U19 – 16 (0)

2009-2010 | პორტუგალია U20 – 5 (0)

2011-2012 | პორტუგალია U21 – 13 (1 გოლი)

2018 | პორტუგალია (ეროვნული) – 1