გორის „დილამ“ კონკურენტი ჩამოიტოვა
გორის „დილამ“ კონკურენტი ჩამოიტოვა

გორის „დილამ“ უშუალო კონკურენტს, ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვებით მეტოქე სატურნირო ცხრილში ჩამოიტოვა.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის“ 21-ე ტურის ეს შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახეობის სტადიონზე გაიმართა. „დილა“ მთავარი მწვრთნელის გარეშე თამაშობდა.

გორელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი დეკანოსიძე თანამდებობიდან გადადგა და გუნდს დროებით მისი ასისტენტი, ირაკლი მოდებაძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის ანგარიში 43-ე წუთზე „დილას“ თავდამსხმელმა ალვინ ფორტესმა გახსნა. 90-ე წუთზე კი, გურამ გოშთელიანმა გორელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „დილას“ სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით „დილამ“ 25 ქულა დააგროვა, „სიონს“ (22 ქულა) გაასწრო და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.