გორის „დილამ“ ისრაელიდან თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
გორის „დილამ“ ისრაელიდან თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

გორის „დილამ“ ისრაელიდან თავდამსხმელი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„24 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ლეიჰილ აბდალა კარიერას გორის „დილას“ შემადგენლობაში განაგრძობს.

მან ფეხბურთის თამაში ადგილობრივ „კირათ შმონაში“ დაიწყო, საიდანაც საუდის არაბეთის კლუბ „ალ ნასრიში“ გადავიდა, თუმცა კარიერის უმეტესი ნაწილი სამშობლოში აქვს გატარებული.

თამაშობდა ისრაელის ჩემპიონატის კლუბებში – ნოფ ჰაგალილისჰაპოელში“, „კფარ ქასემში“, „აშდოდში“, „დილაში~ გადმოსვლამდე „ბნეი სახნინის“ ღირსებას იცავდა.

ლეიჰილ აბდალას სანაკრებო გამოცდილებაც აქვს – იგი ისრაელის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო“, – წერია „დილას“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.