კონფერენსლიგის დაწყებამდე, გორის „დილამ“ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გრიგოლ ჩაბრაძე დაიმატა, — ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„29 წლის მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე „დილას“ ფეხბურთელია. ჩაბრაძე ჩვენს კლუბს ირანული „ზობ აჰანიდან“ შემოუერთდა“, — ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩაბრაძე თბილისის „იბერიის“ აკადემიის აღზრდილია. მას უთამაშია თბილისური კლუბის ძირითად გუნდში, ასევე ბათუმის „დინამოსა“ და „თელავის“ შემადგენლობებში.
ვილი სანიოლის საქმიანობის საწყის ეტაპზე ჩაბრაძე სისტემატურად იწვევდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. „ჯვაროსნების“ მაისურით მას ცხრა მატჩი აქვს ჩატარებული.