გორის „დილამ“ გერმანელი და ნიდერლანდელი ლეგიონერები დაიმატა #1TVSPORT

22:15, 04.07.2026

გორის „დილა“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე გერმანელი და ნიდერლანდელი ლეგიონერებით გაძლიერდა.

ნიდერლანდელმა 20 წლის ცენტრალურმა მცველმა, მაიკ ნელსონ პოეკეტმა კარიერა „ბრიუგეს“ აკადემიაში დაიწყო, მერე კი ნიდერლანდურ „ტვენტეში“ გადავიდა და „დილაში“ გადმოსვლამდე ამ კლუბის 21-წლამდელთა გუნდში თამაშობდა.

30 წლის გერმანელი ცენტრალური მცველი ლამარ იარბრუგი ქართულ კლუბს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის კლუბ „აახენიდან“ შეუერთდა, გამოცდილმა უკანახაზელმა ყველაზე დიდი დრო სწორედ მესამე ბუნდესლიგაში გაატარა – მას, „აახენის“ გარდა, „ულამსა“ და „შვაინფიურტში“ აქვს ნათამაშები.

„დილა“ 9 ივლისს უეფას კონფერნეს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სან მარინოს „ვირტუსს“ უმასპინძლებს – მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი