გორის „დილამ" განელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
გორის „დილამ" განელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

ბლანქსონ ანოფი გორის „დილაში“ ითამაშებს. 23 წლის განელი შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ფეხბურთელმა ჩვენს კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბლანქსონს ევროპაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს – იგი ფრანგული „კლერმონის“ რიგებში ასპარეზობდა, საიდანაც იჯარით ავსტრიულ „ლუსტენაუში“ გადავიდა, შემდეგ კი ლუქსემბურგის კლუბ „ჰესპერანჟის“ ღირსებას იცავდა“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

2019 წლამდე ანოფი კოტ-დივუარში, აბიჯანის აკადემიაში თამაშობდა. 2019/20 სეზონში იგი საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბ „კლერმონ ფუტში“ გადავიდა, თუმცა მხოლოდ მეხუთე დივიზიონის სარეზერვო გუნდში ითამაშა. 2020/21 სეზონში იგი იჯარით ავსტრიის მეორე დივიზიონის „ლუსტენაუში“ გაუშვეს, ხოლო 2021 წლის ზაფხულში ლუქსემბურგის პირველი დივიზიონის „სვიფტ ჰესპერანჟთან“ გააფორმა კონტრაქტი.

2024 წლის ზაფხულში ანოფი მშობლიურ განაში დაბრუნდა და მეორე დივიზიონის კლუბ „ჟილინა აფრიკაში“ თამაშობდა. ეს კლუბი სლოვაკეთის „ჟილინას“ ფარმ-კლუბია, რომელიც 2018 წელს აფრიკული ტალანტების აღმოსაჩენად დაარსდა.