გორის „დილამ“ „დინამო თბილისიდან“ ნანა კოფი დონკორი დაიბრუნა #1TVSPORT
ნანა კოფი დონკორი კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს – 19 წლის განელ შემტევ ნახევარმცველზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.
დონკორი 2025 წელს საქართველოში „დილამ“ ჩამოიყვანა, მაგრამ გასულ სეზონში იჯარით „დინამო თბილისში“ ითამაშა, სადც გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო – 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
„დილასთვის“ განელი ლეგიონერის დაბრუნება კონფერენს ლიგისთვის კარგი შენაძენია – ახალგაზრდა გარემარბს თამაში შეტევის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე შეუძლია.