გორის „დილა“ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია #1TVSPORT
გორის „დილა“ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია #1TVSPORT

გორის „დილამ“ სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალში მეორე ლიგის „სპაერი“ 2:0 დაამარცხა და ტიტულის მფლობელი გახდა.

აქამდე გორელებს სუპერთასის მოპოვების შანსი ორჯერ ჰქონდათ, მაგრამ ვერ ისარგებლეს.

სპაერმა“ ბევრად ტიტულოვან მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და პირველი ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ვერ ისარგებლა და ტაიმი 0:0 დასრულდა.

გორელებმა მეტოქე მატჩის მიწურულს მაინც გატეხეს. 85-ე წუთზე სწრაფი და ეფექტური შეტევა მარცხენა ფლანგზე ზურაბ რუხაძემ განავითარა, ჟოაუ არაუჟომ კი ანგარიში გახსნა.

90+2-ე წუთზე კი „დილას“ კონტრშეტევა გუნდის ახალწვეულმა, გრიგოლ ჩაბრაძემ დააგვირგვინა, სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა და გორელებმა ტიტული მესამე ცდაზე მოიპოვეს.