გორის „დილა“ ლუქსემბურგშია და კონფერენს ლიგის მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
გორის „დილა“ ლუქსემბურგშია და კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „რასინგ ლუქსემბურგთან“ მატჩამდე ივარჯიშა.
„დილის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლუქსემბურგში გამგზავრებამდე გუნდს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად ესტუმრა – გუნდს სლავა მეტრეველის სახელობის საქართელოს სუპერთასის მოგება მიულოცა და ევროტურნირებზე წარმატებები უსურვა.
გორის „დილა“, რომელიც სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის გამარჯვებული კლუბის ისტორიაში პირველად გახდა, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს „რასინგ ლუქსემბურგთან“ „სტად აშილ ჰამერელზე“ 10 ივლისს, 20:30 საათზე გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრა გორში 17 ივლისს გაიმართება.