გორის „დილა“ აპოელ-თან მატჩის დროს გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერისთვის დააჯარიმეს #1TVSPORT
გორის „დილა“ აპოელ-თან მატჩის დროს გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერისთვის დააჯარიმეს #1TVSPORT

უეფა-მ გორის „დილა“ დააჯარიმა. მიზეზი აპოელ-თან მატჩის დროს გუნდის გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერია.

კვიპროსული გამოცემების ინფორმაციით, კონფერენს ლიგაზე ნიქოზიის აპოელ-ის მეტოქე 10 000 ევროს გადაიხდის, რადგან გამოფენილი ბანერი უეფა-მ ძალადობის მხარდამჭერად ჩათვალა.

„რა უნდა გააკეთო, როდესაც მეტოქე გუნდის გულშემატკივრები მხარს უჭერენ ხულიგნებს? გორის „დილას“ გულშემატკივრებმა აღმართეს ზაგრების „დინამოს“ ქომაგების დროშა. „დინამოს“ ქომაგებმა გამოიწვიეს ინციდენტი და აეკ-ის ფანის, ათენა მიქალისის გარდაცვალება. „დილას“ მხარდამჭერების გამოფენილ ბანერზე ეწერა – Free BBB (Bad Blue Boys)“, – წერს sport-fm.com.cy-ი.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დამკვირვებელმა მასპინძლები გააფრთხილა, რომ ბანერი სასწრაფოდ უნდა აეღოთ, მაგრამ გორის გუნდის ქომაგებმა ეს არ გააკეთეს და განმარტება მოითხოვეს.