გორგოძე დამარცხდა - ბოლქვაძე ასპარეზობას აგრძელებს | ამერიკის ღია ჩემპიონატი
გორგოძე დამარცხდა - ბოლქვაძე ასპარეზობას აგრძელებს | ამერიკის ღია ჩემპიონატი

ქართველმა ქალმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მატჩები ჩაატარეს.

სამწუხაროდ, გორგოძე ჩინელ ვანგთან ანგარიშით 1:6, 3:6 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. სამაგიეროდ, ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა საკუთარი მატჩი მარიამ ბოლქვაძემ. მან დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ვოტსონი ორ სეტში ანგარიშით 6:4 6:2 დაამარცხა.

ქართველი საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში კორეელ ჰანს დაუპირისპირდება. ისინი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. ჰანი მსოფლიო რეიტინგში 163-ე ადგილს იკავებს, ბოლქვაძე კი 202-ეა.