გორგაძე და ყაულაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ #1TVSPORT
გორგაძე და ყაულაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ #1TVSPORT

საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის მე-13 ტურის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე – ლექსო ყაულაშვილი („ბორდო“) და ბექა გორგაძე („პო“) მოხვდა.

ყაულაშვილის „ბორდომ“ სტუმრად ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელი“ 12:8 დაამარცხა. ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. სატურნირო ცხრილში „ბორდო“ 30 ქულით მე-8 ადგილზეა, „ლა როშელი“ მას 2 ქულით უსწრებს და მე-5 საფეხურზეა.

ბექა გორგაძისა და გურამ პაპიძის „პო“ საკუთარ მოედანზე კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლუკა ჭელიძის “ბაიონს” შეხვდა, მატჩი ფრედ დასრულდა – 22:22.

გორგაძემ სრულად ითამაშა, პაპიძე 47-ე წუთზე შეცვალეს, მიქაუტაძე კი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო. „პო“ 27 ქულით მე-10 ადგილზეა, „ბაიონი“ კი 31 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.