გორეცკა საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
გორეცკა საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი, ლეონ გორეცკა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამოტოვებს, – ამის შესახებ SPORT1-თან გერმანიის ნაკრების სპორტულმა დირექტორმა ოლივერ ბირჰოფმა ისაუბრა.

გორეცკა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ სათამაშოდ მზად არ არის. მას ექიმები უფრო კარგად დააკვირდებიან და განსაზღვრავენ რა დოზით უნდა დაიტვირთოს. ლეონი პირველ თამაშში ვერ ითამაშებს, მაგრამ ის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და გვჯერა, რომ ამ ტურნირზე ის დიდ როლს შეასრულებს“, – აღნიშნა ბირჰოფმა.

გორეცკა გუნდს ოთხშაბათს შეუერთდა, ტრავმა კი მას 8 მაისის შემდეგ აწუხებდა. ლიოვის გუნდი ევრო 2020-ის პირველ მატჩს საფრანგეთის წინააღმდეგ 15 ივნისს გამართავს, შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი