გორდი ჰოოუს სახელი ახალ ხიდს მიენიჭება
გორდი ჰოოუს სახელი ახალ ხიდს მიენიჭება

„ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო ხიდის მშენებლობა, რომელიც შეაერთებს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დეტროიტსა და კანადურ ვინძორს“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ჟურნალისტმა დეივ სტაბსმა. ხიდს კანადის ჰოკეის ნაკრების ლეგენდარული ფორვარდის, გორდი ჰოუს სახელს მიანიჭებენ.

მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს და მისი საერთო ღირებულება 6 მილიარდი დოლარი იქნება.

ჰოუმ თავისი კარიერის დიდი ნაწილი „დეტროიტის“ შემადგენლობაში გაატარა, რომელთან ერთადაც ოთხჯერ მოიგო სტენლის თასი. ფორვარდმა ათასზე მეტი მატჩი ჩაატარა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. ის „ჰოკი ნიუსის“ (The Hockey News) ვერსიით, ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტთა სიაში მესამე ადგილზეა.