გორდეზიანმა „სარაევოს“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ბოსნიის ჩემპიონატში გიორგი გულიაშვილისა და ვასილიოს გორდეზიანის „სარაევოს“ მატჩი „ბორაცთან“ გადაიდო.
ამასობაში „სარაევომ“ ამხანაგური შეხვედრა გამართა „რადნიკთან“ და 4:1 მოიგო. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს კარგი შესაძლებლობა იყო, რომ მწვრთნელებს სეზონის განახლებამდე ფეხბურთელების, მათ შორის ახალწვეულების, მდგომარეობა ენახათ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ვასილიოს გორდეზიანმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 22 წლის ქართველმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა, „რადნიკს“ კარლო ბუტიჩმა და ბოსნიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, 16 წლის კენან ვრბანმა (2) გაუტანეს და საბოლოოდ „სარაევომ“ 4:1 მოიგო.