გორან პანდევი - ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, ოცნება რეალობად იქცა
გორან პანდევი - ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, ოცნება რეალობად იქცა

გორან პანდევი ჩრდილოეთ მაკედონიის ნამდვილი გმირი გახდა – პლეი ოფის მატჩის ფინალში საქართველოს ნაკრებს 37 წლის თავდამსხმელმა გადამწყვეტი გოლი 56-ე წუთზე გაუტანა და ამით თავისი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის და მთელი გუნდისთვის. ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ყველა ჩვენგანის ოცნება იყო და ბედნიერები ვართ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. მე უბრალოდ მინდოდა ამ ბიჭების დახმარება, ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელების ფანტასტიკური ჯგუფია და ამ წარმატებას იმსახურებდნენ. მე დღესაც მაქსიმალურად ვცდილობდი და საერთოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები ეროვნულ გუნდში ჩავატარე. ამიტომ მათთან ერთად დავჯექი და თამაშამდე რჩევები მივეცი. ვუთხარი, რომ ჩვენ მშვიდად უნდა გვეთამაშა და ეს მოვახერხეთ. განსაკუთრებით მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ“, – თქვა გორან პანდევმა თავისი ნაკრების დიდი ტრიუმფის შემდეგ.

ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები 0:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შანსი დაკარგა.