გოქაძე და წიქარიძე ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ - თბილისი
გოქაძე და წიქარიძე ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ - თბილისი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები შმაგი გოქაძე (88 კგ) და ზურაბ წიქარიძე (100 კგ) თბილისში დღეს დაწყებული ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ.

გოქაძე სომეხ გეგამიანს დაუპირისპირდება, ხოლო ნაკრების ლიდერი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ვეტერანებს შორის, ზურაბ წიქარიძე რუს ალექსანდრ არხანგელსკის შეხვდება.

ბრინჯაოს მედლებისათვის გელა გელაძე (88 კგ) ირანელ აბდოულვანდს, ხოლო ზაზა თოიძე (130 კგ) უნგრელ პაპს შეხვდება. შეჯიბრში 50-ზე მეტი ქვეყნის 750 ვეტერანი მოჭიდავე მონაწილეობს.

ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან სპორტის სასახლეში დაიწყება.