გონსალვეშს გულის პრობლემა აღმოაჩნდა
გონსალვეშს გულის პრობლემა აღმოაჩნდა
ბათუმის „დინამომ“ ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატა. ერთი მათგანი ბრაზილიელი ვაგნერ გონსალვეში იყო.
 
თუმცა, ჯერ უცნობია, 2018 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი ითამაშებს თუ არა ბათუმის „დინამოში“. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმებისას გულის პრობლემები აღმოაჩნდა. ბათუმელებმა ფეხბურთელი ბელგიაში გაუშვეს, სადაც მისი მდგომარეობა გადამოწმდება.
23 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კარიერა საფრანგეთის კლუბში, „ბასტიას“ სარეზერვო შემადგენლობაში დაიწყო. 2016 წლის აგვისტოში „საბურთალოში“ ჩაირიცხა და ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერიც იყო. კარგი თამაშის წყალობით, 2017 წლის პირველ ივლისს ბელგიურ „სერკლ ბრიუგეში“ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ ბელგიაში კარიერა ვერ აეწყო და 2018 წლის იანვარში „საბურთალოში“ დაბრუნდა.
ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის ზაფხულში, ვაგნერ გონსალვეშმა საქართველო ისევ დატოვა – მას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში იწვევდნენ – ბრაზილიელს სამწლიან კონტრაქტს „პანეტოლიკოსთან“ სთავაზობდნენ, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩაიშალა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.
დატოვე კომენტარი