გონსალუ რამუში „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს და კარიერას „მილანში“ გააგრძელებს #1TVSPORT
იტალიურმა „მილანმა“ და ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ პორტუგალიელი ფორვარდის, გონსალუ რამოშის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.
რამუში სერია A-ში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება 2019 წლის შემდეგ (როდესაც „ინტერმა“ რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ 74 მილიონი ევრო გადაიხადა). პარიზული კლუბი, დაახლოებით, 60-70 მილიონ ევროს მიიღებს.
25 წლის პორტუგალიელის დამატებას რამდენიმე ევროპული გრანდი ცდილობდა. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში უდიდესი როლი ითამაშა „მილანის“ მფლობელის, ჯერი კარდინალესა და პსჟ-ს პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის ახლო ურთიერთობამ.
რამუში რუბენ ამორიმის ფორმაციის „მილანის“ პირველი ახალწვეული იქნება. პორტუგალიელი სპეციალისტი მას კარგად იცნობს და პრობლემური პოზიციის (ცენტრფორვარდის) გასაძლიერებლად სწორედ ის წარმოადგენდა მის მთავარ სამიზნეს.