გონსალუ რამუში „მილანის“ პრიორიტეტული ვარიანტია #1TVSPORT
გონსალუ რამუში „მილანის“ პრიორიტეტული ვარიანტია #1TVSPORT

„მილანს“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი გონსალუ რამუში აინტერესებს.

24 წლის პორტუგალიელი პრიორიტეტული ვარიანტია იტალიური კლუბისთვის, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი.

„მილანის“ წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ფორვარდთან, რათა შეისწავლონ გარიგების გაფორმების შესაძლებლობა. იტალიელებს ამ ტრანსფერისთვის ბიუჯეტში 30 მილიონი ევრო აქვთ და შესაძლებლად მიაჩნიათ პორტუგალიელს შეძენა.

გასულ სეზონში გონსალო რამუშმა ლიგა 1-ის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.