გონსალო რამოსი, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენიდან“ „ნიუკასლში“ გადავიდეს #1TVSPORT
Goncalo RAMOS of PSG during the UEFA Champions League match between Bayern Munich and PSG at Allianz Arena on November 26, 2024 in Munich, Germany. (Photo by Hugo Pfeiffer/Icon Sport)
„ნიუკასლი“, შესაძლოა, დაინტერესდეს პსჟ-ს თავდამსხმელის, გონსალო რამოსის დამატებით, – ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული ჟურნალისტი კრეიგ ჰოუპი ავრცელებს.
როგორც ჰოუპი წერს, 24 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა და პსჟ მზადაა, მისი გასხვისება განიხილოს. Transfermarkt-ის მიხედვით, პორტუგალიელის სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.
ინგლისური კლუბის მთავარი პრიორიტეტი „ლაიფციგის“ თავდამსხმელის, ბენჟამინ შეშკოს შეძენაა და თუ ეს ტრანსფერი ვერ შედგა, „ნიუკასლი“ რამოსის დამატებაზე უფრო აქტიურად იმუშავებს.
„პარი სენ-ჟერმენმა“ რამოსი „ბენფიკიდან“ 65 მილიონ ევროდ შეიძინა. ორი სეზონის მანძილზე ფრანგული გუნდის მაისურით მან 86 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა.