გონსალო იგუანის ვერსიით ტოპ-3 ფეხბურთელში ლიონელ მესი ვერ მოხვდა

09:35, 17.11.2020
Oct 14, 2020; Fort Lauderdale, Florida, USA; Inter Miami CF forward Gonzalo Higuain (9) controls the ball against Atlanta United during the first half at Inter Miami CF Stadium. Mandatory Credit: Jasen Vinlove-USA TODAY Sports

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა დაასახელა თანამედროვე ფეხბურთის სამი საუკეთესო ფეხბურთელი.

„დღეს საუკეთესოები არიან რობერტ ლევანდოვსკი, ერლინგ ჰალანდა და ქარიმ ბენზემა. კარიმი ელიტაშია უკვე 12 წელია, ლევანდოვსკის ყველგან გააქვს გოლები. ჰალანდს კი დიდი მომავალი აქვს. ის შესანიშნავი ფორვარდია.

რაც შეეხება ისტორიას, საუკეთესოა რონალდო. მე ყოველთვის მინდოდა მისი მსგავსი ვყოფილიყავი და ბრაზილიელის კოპირებას ვცდილობდი.

ლიონელ მესი – ჯადოქრობაა. მას ყველაფერი ბუნებრივად გამოსდის. ის ასეთი დაიბადა, ლეო ყველაფერს ძალდატანების გარეშე აკეთებს. ეს ის არის, რაც მას უნიკალურს ხდის“, – თქვა იგუაინმა A Bola-სთან კომენტარში.

არგენტინელი დღეს MLS-ის ლიგაში „ინტერ მაიამის“ რიგებში თამაშობს.

მსგავსი