„გონიოს“ პრეზიდენტი - ლაზარე კუპატაძის ტრანსფერი ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ პრეზიდენტმა, დავით დოლიძემ განაცხადა, რომ ბათუმის „დინამოში“ ლაზარე კუპატაძის ტრანსფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„ლაზარე დღემდე „გონიოში“ ირიცხება, ის ჩვენი კლუბის ფეხბურთელია, მაგრამ მისი კარიერისთვის და ნაკრებში დაბრუნებისთვის მიეცა ბათუმის „დინამოში“ დაბრუნების შანსი, რათა დაამტკიცოს რომ ნამდვილად საუკეთესოა.
მე, როგორც „გონიოს“ პრეზიდენტი ყველანაერად შევეცდები, დავკმაყოფილდე იმ გაწეული შრომისთვის, რაც მისი წარმატებისთვის აქამდე გავაკეთე და რასაც მომავალში გავაკეთებ. ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს შევხვდები და ყველაფერი ამის შემდეგ გადაწყდება“.
შეგახსენებთ, რომ კუპატაძე „გონიოში“ ზაფხულში გადავიდა და გუნდთან ერთდ ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშის უფლება მოიპოვა. სეზონის დასრულების შემდეგ ბათუმის „დინამო“ თავის ყოფილ მეკარეს დაბრუნებაზე შეუთანხმდა, მაგრამ მხარეებს შორის კონტრაქტი ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა.