„გონიოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რევაზ გოცირიძე ლევან ჯოხაძემ შეცვალა #1TVSPORT

10:35, 07.10.2025

საფეხბურთო კლუბი „გონიო“ მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ დატოვა, მისი შემცვლელი უკვე ცნობილია.

„პირველი ოქტომბრიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საფეხბურთო კლუბი „გონიო“ მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ დატოვა.

მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან ჯოხაძე იმუშავებს. წინ რთული მატჩები გველოდება. ამ მძიმე ბრძოლებში ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები შეეცდებიან გუნდმა ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნოს“, – წერია „გონიოს“ გავრცელებულ ცნობაში.

მსგავსი