„გონიომ“ „შუქურადან“ მწვრთნელიც დაიმატა - პრეზიდენტის ძმამ კარიერა 16 წლის შემდეგ განაახლა #1TVSPORT
„გონიომ“ „შუქურადან“ მწვრთნელიც დაიმატა - პრეზიდენტის ძმამ კარიერა 16 წლის შემდეგ განაახლა #1TVSPORT

„გონიოს“ სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს მიხეილ კაკალაძე, რომელიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობას დაიკავებს.

მას საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა – იყო თბილისის „დინამოს“, ბათუმის „დინამოს“, ქობულეთის „შუქურას“, ქუთაისის „ტორპედოს“, საჩხერის „ჩიხურას“ და „სამტრედიის“ ფეხბურთელი. კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და მუშაობდა ქობულეთის „შუქურაში“. მასთან ერთად ორჯერ გახდა ლიგა 2-ის გამარჯვებული, მათ შორის – 2022 წელს.

„გონიოში“ ერთი საინტერესო ამბავიც მოხდა – გუნდის პრეზიდენტმა დავით დოლიძემ პროფესიულ ფეხბურთში დააბრუნა ძმა, დიმა დოლიძე, რომელიც ნიჭიერი მოთამაშე იყო და ბათუმის „დინამოდან“ 2006 წელს მახაჭკალის „ანჟიში“ გადავიდა. ამ დროს გუნდში ცნობილი ფეხბურთელები, ეტოო და რობერტო კარლოსი თამაშობდნენ. მაგრამ კონტრაქტი სამედიცინო შემოწმებამ ჩაშალა.

მას შემდეგ დათო დოლიძე ფეხბურთს ჩამოშორდა. „გონიოს“ ჩამოყალიბების და ხმაურიანი ტრანსფერების მიზეზი სწორედ ის იყო, რადგან გუნდის პრეზიდენტმა, დავით დოლიძემ გუნდი ფეხბურთში მის დასაბრუნებლად ჩამოაყალიბა და სურს, წარმატებას ძმასთან ერთად მიაღწიოს.

„გონიო“ ლიგა 4-ის გუნდია, რომელმაც ეროვნულ ლიგაში ნათამაშები ბევრი ფეხბურთელი დაიმატა. გუნდის მიზანი ლიგა 3-ში დაწინაურება და დავით ყიფიანის სახეობის საქართველოს თასის ფინალში თამაშია.