„გონიომ“ კიდევ ერთი ბრაზილიელი დაიმატა #1TVSPORT

08:30, 30.08.2025

ეროვნული ლიგა 2-ის „გონიომ“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა – გუნდმა ბრაზილიელი ნახევარმცველი რენატო სოარეში დაიმატა.

„რენატო სოარეში „გონიოს“ ფეხბურთელია. ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი ბოლოს ავთო ებრალიძესთან ერთად პორტუგალიურ „ლუსიტანიაში“ ლიგა 3-ის ჩემპიონი გახდა და გუნდი ლიგა 2-ში დააწინაურა.

რენატო „გონიოს“ სეზონის ბოლომდე დაეხმარება.

ტრანსფერი ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გეგი კიკაბიძისა და ავთო ებრალიძის ჩართულობით განხორციელდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

რენატო სუარეში კარიერის მანძილზე პორტუგალიის ლიგა 2-ში „კოვილიასა“ და „ლეიშოეშის“ რიგებში ასპარეზობდა. პორტუგალიის გარდა, 26 წლის ნახევარმცველს ბრაზილიის ლიგებში, მათ შორის სერია B-ში აქვს ნათამაშები.

მსგავსი