„გონიო“ სეზონისთვის მზადებას განახლებული შემადგენლობით დაიწყებს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „გონიო“, რომელიც სამ წელში მოყვარულთა ლიგიდან ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდა, სეზონისთვის მზადებას განახლებული შემადგენლობით იწყებს.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2025 წლიდან „გონიოს“ აზიზ დუმბია დაეხმარება. 24 წლის კოტდივუარელი საყრდენი ნახევარმცველი ქართულ კლუბს ლიეტუვის „ჟალგირისიდან“ შეუერთდა. საქართველოში კი მას აქამდეც ითამაშა — „თბილისი სიტიში“, დუშეთის „არაგვში“, „დინამო თბილისში“, ბოლნისის „სიონსა“ და ქობულეთის „შუქურაში“.
„გონიოში“ კიდევ ერთი წლით დარჩებიან კახა კახაბრიშვილი, იგორ და სილვა ფერეირა, დავით სამსონია, ლევან ინგოროყვა, მირზა ფარტენაძე და ბექა ვარშანიძე. ამავე დროს, კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და კლუბი დატოვეს ალექსანდრე სულაძემ, გიგა ამბროლაძემ, ნიკოლოზ ხარაბაძემ და დავით კირკიტაძემ.
ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებულ „გონიოს“ დიდი გეგმები აქვს. გუნდის პრეზიდენტის, დავით დოლიძის თქმით, კლუბი წელსაც მიზნად წინსვლას ისახავს.