გოლი თითქმის 10 თვის შემდეგ - ჩაკვეტაძემ დუბლებში გაიტანა
გოლი თითქმის 10 თვის შემდეგ - ჩაკვეტაძემ დუბლებში გაიტანა

გიორგი ჩაკვეტაძემ დიდი ხნის პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა. ფორმის აღსადგენად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი „გენტის“ ახალგაზრდულ გუნდში ათამაშეს და „გენკს“ გაუტანა.

20 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის შემდეგ თამაში განაახლა, მაგრამ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ჯერ ფორმაში არ შესულა და „გენტის“ მთავარ გუნდში მხოლოდ მცირე სათამაშო დროს უთმობენ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლოს ოფიციალურ შეხვედრაში გოლი 2019 წლის 13 აპრილს გაიტანა – ე.ი გოლი ცხრა თვე და 20 დღე არ გაუტანია – საქართველოს ნაკრებისა და „გენტის” 20 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის 2019 წელი მძიმე გამოდგა, რადგან ტრავმის გამო თითქმის მთელი წელი გაუცდა. ახლა ჩაკვეტაძე ფორმის აღდგენას ცდილობს.