გოლი სამწლიანი პაუზის შემდეგ – თარგამაძემ ოფიციალურ შეხვედრებში გატანა მოახერხა

16:58, 08.12.2018
PARIS, FRANCE - MARCH 22: David Targamadze of Georgia and Franck Ribery of France in action during the FIFA 2014 World Cup qualifier match between France and Georgia at the Stade de France on March 22, 2013 in Saint-Denis near Paris, France. (Photo by John Berry/Getty Images)

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 36-ე ტურში, „საბურთალომ“ (რომელმაც ჩემპიონობა ფინიშამდე სამი ტურით ადრე მოიპოვა) გასვლაზე „სამტრედია” 4:1 დაამარცხა.

ამ ფაქტში აღსანიშნავი ისაა, რომ სტუმრებიდან ერთ-ერთი გოლი დავით თარგამაძემ 72-ე წუთზე გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 2 წელი ტრავმირებული იყო, ხოლო ბოლოს ოფიციალურ შეხვედრაში გოლი სამი წლის წინ გაიტანა.

2015 წლის 23 სექტემბერს, უკრაინის თასზე „ოლექსანდრიაში“ თამაშის დროს ქართველმა თავდამსხმელმა კიროვოგრადის „ზირკას“ კარი 43-ე წუთზე აიღო. მერე დაშავდა, ორი წელი მკურნალობდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს „საბურთალოს“ ფორმით დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ თარგამაძე ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები პირველ ფეხბურთელი არაა, რომელმაც გოლების გატანა „საბურთალოში“ გაიხსენა. წელს კლუბში ლადო დვალიშვილიც ჩაირიცხა, რომელმაც მეტოქის კარის აღება წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ შეძლო.

მსგავსი